აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცავებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტარტამენტმა ქართველი სამართალდამცავების, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები შემოიღო. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტი სახაზინო დეპარტამენტის მიერ ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის "მაგნიტსკის სასანქციო პროგრამის" ფარლებში დასანქცირებას აღნიშნავს (რაც ფინანსურ სანქციებს მოიცავს) და საკუთარ სანქციებსაც აანონსებს.
"სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ნაბიჯებს დგამს, რათა სავიზო შეზღუდვები შემოიღოს დამატებითი ქართველი პირების წინააღმდეგ, მათ შორის სამართალდამცავებისა და უსაფრთხოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში იყვნენ ჩართული, ასევე, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავისი ძალაუფლება ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის იძულებისა და დაშინების გარეშე უფლების შესაზღუდად.
დღევანდელი ქმედება ეფუძნება გასულ კვირას გამოცხადებულ სავიზო ქმედებებს, აფართოებს სექტემბერში აშშ-ის მიერ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს და გაერთიანებული სამეფოს დღევანდელ ქმედებებს და რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყნის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ ქმედებებს ავსებს.
შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს ოფიციალური პირების მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ.
ქართველ ხალხთან ვდგავართ და ერთგულები ვრჩებით ვეძიოთ ანგარიშვალდებულება მათთვის, ვინც თანამონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევასა და მათი დემოკრატიული მომავლისთვის ძირის გამოთხრაში", - ნათქვამია განცხადებაში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.