Jump to content
Planeta.Ge

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა და ოპოზიციონერი კან კვარჩია დაიჭრა, - ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხი АМРА-life-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტში მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ, რა დროსაც კან კვარჩა და ადგურ ხარაზია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სროლა ადგურ ხარაზიამ დაიწყო.

გარდაცვლილი ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...