ზელენსკი, ისრაელს სთხოვს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ოქტომბერს მოუწოდა ისრაელს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას და გაიმეორა თხოვნა, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ.
"აღარ დადგა დრო, რომ თქვენმა სახელმწიფომაც აირჩიოს, ვისთან ერთად ხართ?" თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისრაელის გაზეთ Haaretz-ისთვის გამართულ კონფერენციაზე. ხართ "დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც გვერდიგვერდ იბრძვის არსებობისთვის ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ? თუ მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც კი, როცა ტერორის გაგრძელების ფასი გლობალური უსაფრთხოების სრული განადგურებაა", - თქვა მან.
ისრაელმა დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა. თუმცა არ სურს ურთიერთობის დაძაბვა მოსკოვთან, გავლენიან შუამავალთან მეზობელ სირიაში, სადაც ისრაელის ძალები თავს ესხმიან ხოლმე პროირანულ დაჯგუფებას, და ასევე, სურს უზრუნველყოს რუსი ებრაელების კეთილდღეობა.
ისრაელი, რომელიც ახალ მთავრობას აირჩევს 1 ნოემბრის არჩევნებზე, შემოიფარგლა ჰუმანიტარული დახმარებისა და თავდაცვითი მოწყობილობების მიწოდებით. ახლახან მან უკრაინელებს დახმარება შესთავაზა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჰაერო თავდასხმის შეტყობინების საგანგაშო სისტემის შექმნაში. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს საკმარისი არ არის და მოითხოვა, რომ ისრაელის ლიდერებმა საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაგზავნის საკითხს გადახედონ. თებერვალში ომის დაწყების შემდეგ, მან არაერთხელ გააკეთა ეს მიმართვა.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.