გიორგი გახარია - დადებითად ვაფასებ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა - საქართველოს მოქალაქეებს რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ და არა შეშფოთებები და მხოლოდ დიპლომატიური ვიზის გაუქმება
რეჟიმს მოვუწოდებ ჟურნალისტებთან „მიაწვეს“ ლეგიტიმაციის მიღების მცდელობებს. ევროსაბჭოს წევრების ჩამოსვლა ქვეყანაში პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მათ დეტალურად დაადგინონ რეჟიმის მიერ ჩადენილი ძალადობების, არაადამიანური მოპყრობების, წამების შემთხვევები, - ასე აფასებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტს, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია უჭირს.
„რა უნდა შევაფასო?! რეჟიმს მოვუწოდებ ისევ ჟურნალისტებთან „მიაწვეს“ ლეგიტიმაციის მიღების მცდელობებს. ევროსაბჭოს წევრების ჩამოსვლა დღეს ქვეყანაში პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ მათ დეტალურად დაადგინონ რეჟიმის მიერ ჩადენილი ძალადობების, არაადამიანური მოპყრობების, წამების შემთხვევები. ამისთვის არიან ჩამოსულები და არა ვინმეს ლეგიტიმაცია მისცენ. ლეგიტიმაცია რომ უჭირს, სჯობს ჟურნალისტებთან დავას და დისკუსიას „მიაწვნენ“, იქნებ რომელიმე ჟურნალისტს წამოსცდეს და ლეგიტიმაცია მისცენ ჟურნალისტებმა მაინც“, - აღნიშნა გახარიამ.
გარდა ამისა, მან სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაც შეაფასა. როგორც გახარიამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის შეფასებები უაღრესად მნიშვნელოვანია.
„დადებითად ვაფასებ, რაც სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან თქვა. დარწმუნებული ვარ, მისი ხმა გაგებული იქნება წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. რა თქმა უნდა, შეშფოთებების დრო აღარ არის. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 21 დღეა იცავენ ევროპულ ფასეულობებს, რეალური მხარდაჭერა სჭირდებათ და არა შეშფოთებები. მათ არ სჭირდებათ მხოლოდ დიპლომატიური ვიზის გაუქმება, მათ სჭირდებათ კონკრეტული, ინდივიდუალური სანქციები, ადამიანებზე, ვინც დღეს ანგრევენ ევროპულ პერსპექტივას, არჩევნებს, ძალადობენ მოქალაქეებზე, უკანონოდ ჰყავთ დაპატიმრებული 500-ზე მეტი ადამიანი. აქ შეშფოთებების დრო არ არის, ქმედითი მხარდაჭერა გვჭირდება ყოველდღიურად, რათა თავი დავიცვათ, გადავარჩინოთ ევროპული ფასეულობები, ეს მათ ინტერესებშიც უნდა იყოს“,- აღნიშნა გახარიამ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.