მეცოლა: ვგმობთ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას, ჩვენი კარი ყოველთვის რჩება ღია
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა.
მეცოლას თქმით, „ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას“, მისივე თქმით, ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას და ევროპის კარი ყოველთვის ღია რჩება.
„თქვენ ბოლოს როდესაც სტუმრობდით ევროპარლამენტს, განვიხილავდით თქვენი ქვეყნის პროგრესს ევროპულ ოჯახში გაწევრების გზაზე. დღეს ეს გზა საფრთხის წინაშეა.
ევროპარლამენტი გმობს ნებისმიერ რეპრესიებს ოპოზიციის წინააღმდეგ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დაპატიმრებას“. ეს ქმედებები იწვევს ჩვენ მიერ ბოლო წლებში ერთობლივად გადადგმული წარმატებული ნაბიჯების უკუსვლას.
შექმნილ ვითარებაზე საპასუხოდ ეს პალატა გამოვიდა გადამწყვეტი მოქმედებებისკენ მოწოდებით და ჩვენ ვიმეორებთ ამ მოწოდებას ახლა.
მე ვიცი, რომ საქართველოში ბევრი შიშობს საკუთარი ქვეყნის მომავლის გამო, ასევე ვიცი, რომ ვსაუბრობ მთელი ამ პალატის სახელით, როდესაც ვეუბნები ყველა ქართველს, რომელიც იყურება ევროპისკენ მხარდაჭერისთვის, რომ ისინი მარტო არ არიან – ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი და ჩვენ თქვენთან ვართ. ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროპისკენ თქვენს გზაზე და ჩვენი კარი ყოველთვის რჩება ღია“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.
დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.