Jump to content
Planeta.Ge

სერგეი ლავროვი - რუსეთი უფრო მეტ სამხედრო კონტაქტებს აპირებს იმის გამო, რომ კიევი „ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია უფრო მეტ სამხედრო კონტაქტებს აპირებს იმის გამო, რომ კიევი „ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს. ლავროვის განცხადებას რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

ლავროვის თქმით, სიტუაცია უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენების შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოში „დღეს ან ხვალ“ განიხილება.

ლავროვმა არასერიოზული უწოდა დასავლეთის მიერ რუსეთის ტყუილად მოხსენიებას „ბინძური ბომბის“ შესახებ ინფორმაციას, რომლის გამოყენებასაც თითქოს და უკრაინა აპირებს.

მანამდე, ორშაბათს, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი ბრიტანეთის შტაბების უფროსთა კომიტეტის ხელმძღვანელს ტონი რადაკინს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინა "ბინძური ბომბის" გამოყენებაში დაადანაშაულა.

მოგვიანებით, ორშაბათს, გერასიმოვმა დაურეკა თავის ამერიკელ კოლეგას მარკ მილის, რათა განეხილათ იგივე ბრალდებები უკრაინის წინააღმდეგ.

ინტერპრესნიუსი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...