Jump to content
Planeta.Ge

თეატრალურის სტუდენტები: მივიღეთ გადაწყვეტილება, დავრჩეთ უნივერსიტეტში და დავიკავოთ ფოიე


თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დარჩნენ უნივერსიტეტის შენობაში და დაკავებული ჰქონდეთ ფოიე – მოთხოვნით, რომ შეხვდეს მათ რექტორი და უნივერსიტეტმა ღიად გამოუცხადოს სოლიდარობა ყველა დაზარალებულს და უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანს.

,,რამდენიმე დღის წინ, სტუდენტები შევხვდით რექტორს მოთხოვნით, რომ უნივერსიტეტს გაეკეთებინა საჯარო განცხადება, რომელშიც სოლიდარობას გამოუცხადებდა აქციებზე დაზარალებულ და უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს.

ამაზე რექტორისგან უარი მივიღეთ. ამის შემდეგ ჩვენ უკვე მესამე დღეა ვითხოვთ მასთან პირისპის დაუყოვნებლივ შეხვედრას, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, ის კვირის ბოლომდე არ გვხვდება.

ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავრჩეთ უნივერსიტეტში და დავიკავოთ ფოიე, მოთხოვნით, რომ შეგვხვდეს რექტორი და უნივერსიტეტმა ღიად გამოუცხადოს სოლიდარობა ყველა დაზარალებულს და უკანონოდ დაპატიმრებულს, მათ შორის ჩვენი უნივერსიტეტის ყოფილ სტუდენტებს: თათა თავდიშვილს, გიორგი მახარაძეს, ირაკლი სირბილაშვილს, გიორგი ნაკაშიძეს, ავთო დიასამიძეს, გიორგი ბახუტაშვილს და ანდრო ჭიჭინაძეს!

ჩვენ ველოდები, რომ ბატონი გიორგი გაითვალისწინებს სტუდენტების პოზიციას და ჩვენთან შეთანხმებით გააკეთებს შესაბამის განცხადებას”, – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...