სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს.
„პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტის სოლიდარობა და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.