მირიამ ლექსმანი - ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია
ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პატივია, - ამის შესახებ სლოვაკი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს.
„არ შეგვიძლია განზე გავდგეთ მაშინ, როცა ქართველი ხალხი თავისუფლებას იცავს. ევროპარლამენტში პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა პატივი და ჩვენი მოვალეობის შეხსენებაა“, - წერს მირიამ ლექსმანი.
ცნობისთვის, დღეს, თბილისის დროით დაახლოებით, 11:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებს მიმართავს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.