ინსპექტორი, რომელმაც შსს-დან წასვლაზე განცხადება დაწერა, გენისპექციაში გამოკითხეს
პატრულ ინსპექტორი გიორგი გოგინაშვილი დღეს, 17 დეკემბერს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მან 2 დეკემბერს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
„2 დეკემბერს გამოვცხადდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ვმუშაობ პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს პატაკით, გამათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოს შსს-დან”, – წერდა გოგინაშვილი.
როგორც ის facebook-ზე წერს, დღევანდელმა გამოკითხვამ მშვიდ გარემოში ჩაიარა.
„გამოვედი, მშვიდობაა. მინისტრს ჯერ ხელი არ მოუწერია ჩემს გათავისუფლებაზე, გამომდინარე აქედან კვლავ თანამშრომლად ვითვლები და სამსახურში რატომ არ დადიხარო ეს იყო მთავარი მიზეზი.
გენ.ინსპექციის თანამშრომელი კანონის ფარგლებში და თავაზიანად დამხვდა, ყველაფერი როგორც საჭიროა ისე გაკეთდა და წამოვედი. დანარჩენი ვნახოთ რა იქნება… მაქსიმუმ დასკვნით გამომიშვან რომ ვერასდროს ვეღარ შევძლო სტრუქტურაში მუშაობა. არ მადარდებს”, – წერს ის.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.