Jump to content
Planeta.Ge

მალგოჟატა გოშევსკა - ქალბატონო კალას, რას ელოდებით? სისხლის დაღვრას? პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას? - თქვით, რომ ადამიანების სია, რომლებსაც სანქციები უნდა დაუწესდეთ, მზადაა - მაშინ გააკეთეთ ეს!


ქალბატონო კალას, რას ნიშნავს, „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე?“ რას ელოდებით? სისხლის დაღვრას? პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას? - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს განაცხადა.

„კვირების განმავლობაში ათასობით ქართველი გამოდის ქუჩებში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ, პრორუსული პარტიის, რომელიც პირდაპირ უბიძგებს ქვეყანას რუსეთის მკლავებისკენ. დაპატიმრებები, ძალადობა ევროკავშირთან ურთიერთობის გაყინვა არის ხელისუფლების პასუხი ქართული საზოგადოების მიმართ. საპროტესტო აქციები იმართება სლოგანის - „გაიღვიძე საქართველო“-ს ქვეშ, რაც, ვიტყოდი, რომ არის „გაიღვიძე ევროპა“ და დავდგეთ მომიტინგეების გვერდით“, - აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.

მან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, კაია კალასს მიმართა, რომელმაც გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე საქართველოზე საუბრისას განაცხადა, რომ „29 დეკემბრამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“.

„ქალბატონო კალას, რას ნიშნავს, „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე?“ რას ელოდებით? სისხლის დაღვრას, პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას, რაც მათ პრეზიდენტ სააკაშვილს გაუკეთეს? თქვენ თქვით, რომ იმ ადამიანების სია, რომლებსაც სანქციები უნდა დაუწესდეთ, უკვე მზადაა, მაშინ გააკეთეთ ეს, მინიმუმ გააკეთეთ ეს! უნდა ვიმოქმედოთ დალოდების გარეშე, ქართველები თავიანთი მომავლისთვის იბრძვიან, მოდით, დავეხმაროთ მათ“, - აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...