ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო დებატებისას - ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით და ვერ ვხედავთ რეპრესიებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, მათ დაპატიმრებას, ცემას? - საქართველოში ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წევრებს ციხეში უშვებენ
ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით და ვერ ვხედავთ რეპრესიებს ამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ? მათ დაპატიმრებას, ცემას. ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წევრებს ციხეში უშვებენ, - ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს იმას, რომ მათ არჩევნები მოპარეს და გააყალბეს.
„ძვირფასო კოლეგებო, თუ არ გესმით, რას ამბობენ მომიტინგეები თბილისში ყოველ ღამით, ნება მომეცით, გითხრათ, მე მივედი მათთან შესახვედრად. მათ არჩევნები მოპარეს, გააყალბეს, მათ თავისუფლებას პარავენ. ისინი გამუდმებით იმეორებენ, რომ საქართველო არის ევროპა და არა რუსეთი. ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით და ვერ ვხედავთ რეპრესიებს ამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ? მათ დაპატიმრებას, ცემას. ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წევრებს ციხეში უშვებენ, ვხედავთ ღრუბელს ქვეყანაზე, მოსკოვთან დაკავშირებას. ვართ მნიშვნელოვანი? არ დავუწესებთ სანქციებს „ქართული ოცნების“ დონორებს, ვისაც სურთ საქართველო რუსეთად გადააქციონ? პრეზიდენტმა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილი იქნა ევროპარლამენტში მოიწვია. ქალბატონი ზურაბიშვილი თავისი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. მან პლენარულ სხდომაზე უნდა ისაუბროს. საქართველო მიეკუთვნება ჩვენი ევროპული დემოკრატიის სახლს. მათ ვისაც ჩვენი სჯერა ევროპის, ჩვენი უნდა დავუმტკიცოთ, რომ მართლები არიან, რომ ჩვენო სჯერათ“, – განაცხადა ლუაზომ.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.