Jump to content
Planeta.Ge

30 ნოემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულის, დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესს 6 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან


30 ნოემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესს 6 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

როგორც სხდომის დაწყებამდე გოგილაშვილმა აღნიშნა, საელჩოების წარმომადგენლებმა სხდომაზე დასწრების სურვილი თავად გამოთქვეს.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი 30 ნოემბერს, უკრაინკას ქუჩაზე მაშინ დააკავეს, როცა ის საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.

მისი თქმით, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. გოგილაშვილის განმარტებით, ის უსამართლოდ დააკავეს და ასევე უსამართლოდ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც მან ტვინის შერყევა მიიღო და ცხვირი გაუტეხეს.

მისივე თქმით, იზოლატორთან 9-საათიანი ლოდინის შემდეგ, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ეს უკვე წამება, დაშინება იყო, რომ მეორედ აქციაზე გამოსვლა არ გამებედა“,- აცხადებს გოგილაშვილი.

ცნობისთვის, დავით გოგილაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დავით გოგილაშვილის პროცესს დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჩეხეთის, ევროკავშირის, ესტონეთის, ბრიტანეთის, ჰოლანდიის, დანიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...