Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიიწვიეს


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად მიიწვიეს. ამის შეახებ დღეს, 16 დეკემბერს, ევროპარლამენტის თავმომარემ, რობერტა მეცოლამ განაცხადა

„ევროპარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც უკვე ორი კვირაა ქუჩებში მშვიდობიანად, ვნებით იბრძვის ევროპული მომავლისთვის. ისინი აფრიალებენ ევროკავშირის დროშებს, როცა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. საქართველოს მოქალაქეებო, ჩვენ გხედავთ, გვესმის თქვენი, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ.

ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რეპრესიებს ოპოზიციისა და ძალის გამოყენებას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ.

ჩვენ მოვუწოდებთ, მათ შორის, სანქცირებას იმ პირებისა, ვინც პასუხისმგებელია ამაზე. ჩვენ ვთხოვთ ყველა, 27-ვე წევრ სახელმწიფოს, გაერთიანდნენ და ამ ზომების შესახებ შეთანხმდნენ.

ჩვენ ევროპარლამენტში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოვიწვიეთ. მასთან ერთად განვიხილავთ, თუ რომელი ფორმატი იქნება ამისთვის საუკეთესო“, — განაცხადა მეცოლამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...