Jump to content
Planeta.Ge

დონეცკის „შახტარის“ დირექტორი თვლის, რომ ფეხბურთში მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირანი არ უნდა დაუშვან და ის უკრაინამ უნდა შეცვალოს


ირანი გაძევებულ უნდა იქნეს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელი ფინალური ტურნირიდან რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო და მის ნაცვლად უკრაინის ნაკრებმა უნდა ითამაშოს, ფიქრობს უკრაინის საფეხბურთო კლუბის, დონეცკის „შახტარის“ გენერალური დირექტორი, სერგიი პალკინი.

"მაშინ, როცა ირანის ხელმძღვანელობა სიამოვნებით უყურებს თავისი ეროვნული ნაკრების თამაშს მსოფლიო ჩემპიონატზე, უკრაინელები ირანული დრონებითა და ირანული რაკეტებით დაიღუპებიან", დაწერა ფეისბუკზე პალკინმა. "თითოეული მათგანი (დრონები) წარმოებული და მიწოდებულია ირანის ხელისუფლების მიერ, ირანელი ინსტრუქტორები და სამხედროები უშუალოდ წვრთნიდნენ [რუსებს] და უძღვებოდნენ დრონების გაშვებას, რომლებიც ანადგურებენ სახლებს, მუზეუმებს, უნივერსიტეტებს, ოფისებს, სპორტულ მოედნებს და სათამაშო მოედნებს, და რაც ყველაზე მთავარია, ხოცავდნენ უკრაინელებს", თქვა პალკინმა.

"შახტარი" მოუწოდებს FIFA-ს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ აუკრძალონ ირანის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში უკრაინელებზე თავდასხმაში ქვეყნის უშუალო მონაწილეობის გამო".

პალკინმა მოუწოდა FIFA-ს, ირანი უკრაინით შეცვალოს მას შემდეგ, რაც გუნდმა "დაამტკიცა, რომ იმსახურებს მონაწილეობას" მსოფლიო ჩემპიონატში. „პლეიოფებისას სხვა ეროვნულ ნაკრებებთან უთანასწორო პირობებში, ისინი მთელი გულით თამაშობდნენ", - თქვა მან.

მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო ტურნირი კატარში 20 ნოემბერს დაიწყება. უკრაინამ გლაზგოში შოტლანდია 3-1-ით დაამარცხა, შემდეგ კი ივნისში, კარდიფში, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის გადამწყვეტ მატჩში, ის 0:1-ით დამარცხდა უელსთან.

მსოფლიო ჩემპიონატის მარეგულირებელი წესები FIFA-ს აძლევს ერთი ქვეყნის მეორით შეცვლის შესაძლებლობას, ძირითადად მონაწილე ქვეყნის გასვლის შემთხვევაში, მაგრამ არაა დადგენილი ერთი ქვეყნის მეორით შეცვლის კრიტერიუმებს. უკრაინით ირანის შეცვლა იქნება "ისტორიულად და სპორტულად გამართლებული", განაცხადა პალკინმა და დასძინა, რომ ის მოუწოდებს "ყველას, შეუერთდნენ ფეხბურთის ბიუროკრატიაზე ზეწოლას". პალკინის მოწოდებას დაუყოვნებლივ რეაქცია არ მოჰყოლია არც უკრაინის საფეხბურთო ხელისუფლებისა და არც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან.

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატიდან ირანის ნაკრების გარიცხვის შესახებ მოწოდება გაისმა უცხოეთში მცხოვრები ირანელი აქტივისტებისმხრიდანაც.

2022 წლის მსოფლიო თასი ირანისთვის მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატი იქნება. ირანთან ერთად ჯგუფში არიან ინგლისი, უელსი და აშშ.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...