ნათია მეზვრიშვილი - არალეგიტიმურმა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მოიტყუა ოდირის დასკვნაზე, უბრალოდ გადახედეთ ოდირის კრიტიკის მასშტაბს და თავად დარწმუნდით მტყუან-მართალში...
"არალეგიტიმურმა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მოიტყუა ოდირის დასკვნაზე. უბრალოდ გადახედეთ ოდირის კრიტიკის მასშტაბს და თავად დარწმუნდით მტყუან-მართალში:
- საქართველოზე აქამდე მომზადებული ყველა სხვა დასკვნისგან განსხვავებით, ოდირის 2024 წლის ანგარიშის პირველივე წინადადება იწყება იმით, როგორ აზიანებდა საარჩევნო გარემოს ბოლო დროს მიღებული კანონი და როგორი უკუსვლა იყო დემოკრატიული თვალსაზრისით. ასე არც ერთი წინა დასკვნა არ იწყება;
-2020 წლის ანგარიშისგან განსხვავებით, სადაც ზეწოლებთან მიმართებით ოდირი იყენებდა ტერმინს „ფართოდ გავრცელებული ბრალდებები“, ახლა გამოიყენა ტერმინები „ფაქტები“ და „ანგარიშები“. ამ სიტყვებს ოდირი მაშინ იყენებს, როცა დარწმუნებულია, რომ ფაქტი სამართლებრივად არსებობს;
-ოდირი პირველად საუბროს „დასჯის შიშის“ ფაქტორის არსებობაზე, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოზე ოდირის არც ერთ ანგარიშში არ მოხვედრილა - „ამომრჩევლები ვერ მისცემდნენ ხმას დასჯის შიშის გარეშე“;
-2020 წლის ანგარიშში ოდირი მოსყიდვაზე საუბრობდა შემდეგნაირად: „ასეთი შთაბეჭდილების შექმნას შეუწყო ხელი და ეს განცხადებები ხმების მოსყიდვად იქნა
აღქმული“. 2024-ის ანგარიშში ოდირი პირდაპირ საუბრობს საარჩევნო წელიწადში სახელმწიფოს მიერ მოწყვლადი ჯგუფებისთვის დიდი ფინანსური დახმარების გამოყოფის, ანაზღაურებადი სტაჟირების გამოცხადების, პენსიონრებისთვის საპროცენტო განაკვეთის შემცირების,
მოვალეებისთვის დავალიანების და კოვიდის ჯარიმების ჩამოწერის შესახებ და ამნისტიის კანონზე როგორც მოსყიდვაზე.
ოდირის დასკვნამ დაადგინა, რომ:
- არ იყო გარანტირებული ხმის მიცემა შიშის გარეშე;
-განსაკუთრებული ზეწოლა იყო საჯარო მოხელეებზე;
-ამომრჩეველმა ვერ გააკეთა ინფორმირებული არჩევანი;
-ხმის მიცემის ფარულობა არ იყო დაცული.
-საარჩევნო დარღვევებზე რეაგირების მექანიზმები არ იყო ქმედითი.
კენჭისყრის დღეს:
-6% შემთვევებში დაფიქსირდა ამომრჩეველზე ზეწოლა და მუქარა, რასაც ემატებოდა დაძაბულობა საარჩევნო უბნის შიგნით;
-24% შემთხვევებში დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა ბიულეტენის ხმის მთვლელ აპარატში მოთავსებისას, ხოლო 7% შემთხვევაში საარჩევნო უბნის ინფრასტრუქტურის და მოწყობის გამო.
-საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხმის მიცემის პროცედურას იწერდნენ. ამას ჰქონდა დაშინების ეფექტი, ვინაიდან ვიდეოკამერები ხშირად მიმართული იყო რეგისტრატორებისკენ ან ხმის მიცემის კაბინისკენ, რაც პოტენციურად არღვევდა ხმის მიცემის ფარულობას;
-10% შემთხვევაში ამომრჩეველს უბანზე გარეთ გაურკვეველი პირები აკონტროლებდნენ, ხოლო 7% შემთხვევაში საარჩევნო უბნის შიგნით - პარტიის წარმომადგენლები.
ოდირის დასკვნით, მოსყიდვის, დაშინების, იძულებისა და ზეწოლის ფაქტების გამო, ამომრჩეველმა თავისუფლად ვერ გააკეთა არჩევანი.
! ეს არის სიმართლე. ასეთი შეფასება ოდირს ბოლო დროის არც ერთ ანგარიშში არ გაუკეთებია. შესაძლოა ოდირის ენა არ მოგწონთ (არც მე მომწონს), მაგრამ ასეთია ოდირის საკომუნიკაციო ენა და ამ პირობებშიც კი ასეთი მწვავე დასკვნაა.
სიმართლე ის არის, რომ არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას ჯერ ამათი ლეგიტიმაცია არ უღიარებია.
„ოდირის“ მეთოდოლოგია რატომ არის მოძველებული და ვერ პასუხობს საქართველოს მსგავსი რეჟიმების ხელწერას, ამაზე სხვა დროს დავწერ.
პ.ს. ეს დასკვნა შუალედურია. საბოლოო დასკვნაში ამისი შერბილება „ოცნების“ ოცნებად დარჩება."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
Facebook ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/28052137671066321
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
Facebook ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/28052137671066321
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.