Jump to content
Planeta.Ge

კინემატოგრაფისტებმა და კინომოყვარულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს


თბილისში, პროტესტის მე-19 დღეს კინემატოგრაფისტებმა და კინოს მოყვარულებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. 

ისინი აღმაშენებლის გამზირზე ყოფილი კინოთეატრ “აპოლოსთან” შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ გაემართნენ. 

“შეუძლებელია ადამიანი იჯდეს ციხეში და შენ ითამაშო სპექტაკლი ან გადაიღო კინო და თქვა, რომ ეს ორი რაღაც ერთმანეთს არ ეხება”, – ამბობს რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე, რომელიც დღეს კინემატოგრაფისტების მარშზე მივიდა. 

“გარდა იმისა, რომ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და პატივისცემას, ჩემი აზრით ხელისუფლება ცდილობს რომ ადამიანებს წაართვას ღირსება. მაგრამ არა მგონია, რომ ამ მარშის მონაწილეებს და კიდევ უამრავ ადამიანს ღირსებას ცემით და სხვა ძალადობით წაართმევენ”, – ამბობს ის. 

რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ პროფესიული გაერთიანებების პროტესტის მნიშვნელობაზე ისაუბრა: 

“არის ერთი დიდი იდეა და ამ იდეის გარშემო არის გაერთიანებული ეს ამდენი ხალხი და ეს არის ძალიან დიდი იმედი” . 



 

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...