Jump to content
Planeta.Ge

რუსთაველის გამზირზე ბებია-ბაბუების აქცია-მსვლელობა იმართება


რუსთაველის გამზირზე ბებია-ბაბუების აქცია-მსვლელობა იმართება. ისინი მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. მათ საავტომობილო გზის ნაწილი გადაკეტილი აქვთ.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები: „ბაბუას არასდროს ერქმევა „დედუშკა“, „ბებიას არასდროს ერქმევა „ბაბუშკა“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს - ჩვენს შვილიშვილებს“, „შვილიშვილების ევროპული მომავლის სადარაჯოზე“.

როგორც ისინი აცხადებენ, უნდათ ევროპა და ის, რაც შვილების თაობისთვის ვერ შეძლეს, შვილიშვილების თაობისთვის მაინც უნდა შეძლონ.

ამასთან, როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე იზოლდა ჭუმბურიძე აცხადებს, ისინი ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.

„უფროსი თაობა იყო ყოველთვის სიბრძნის სიმბოლო. მშობლები, ბებიები და ბაბუები უნდა ვიყოთ ამ საქმეში ავანგარდში. დღეს გაბრაზებამ გამოგვიყვანა. ჩვენი სათქმელია, რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პატიმრები, ჩვენი შვილიშვილები. ამან გამოგვიყვანა დღეს“, - განაცხადა იზოლდა ჭუმბურიძემ.

 
 
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...