Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის სამართალდამცველთა პროფკავშირების ხელმძღვანელი წერს, რომ თბილისში იმყოფებოდა


რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის კომისარი, ალექსეი ლობარევი წერს, რომ თბილისში „კოლეგების მოწვევით“ იმყოფებოდა. ის საუბრობს საქართველოში მიმდინარე აქციებზე, იწონებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას და პოლიციელებთან ერთად ფოტოებს აქვეყნებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამ ექსტრემალურ სიტუაციაში ღირსეულად გამოიჩინეს თავი. 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა ბუნტის მონაწილეთა მოქმედებით: დამწვრობა, მოტეხილობა, თავისა და სახის დაზიანებები. ორგანიზებულმა ჯგუფებმა გამოიყენეს პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები, ხელკეტები, სპილენძის მუწუკები და სპეციალური სროლებიც კი პოლიციის მანქანებისა და ოფიცრების წინააღმდეგ“, – წერს ის.

ის ამტკიცებს, რომ „პროფკავშირები პოლიტიკის მიღმაა“ და მისი მთავარი მიზანია, პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, მუშათა უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...