ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი - საქართველოსთან დაკავშირებულმა ზომებმა საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ავნოს
ჩეხეთის პოზიცია უცვლელია, ჩვენ ღიად უნდა შევინარჩუნოთ ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ მთავრობა არ სურს თანამშრომლობა და თუ მთავრობა პირდაპირ ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
კითხვაზე, რა კონკრეტული ზომები განიხილება საქართველოსთან დაკავშირებით, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა:
„მოდით ვნახოთ, რა კონკრეტული ზომები იქნება, თუმცა ცხადია, ამ ზომებმა საქართველოს მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა ავნოს“, - აღნიშნა იან ლიპავსკიმ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.