ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. პრეზიდენტმა ჰაარეცის დემოკრატიულ სამიტში ვიდეოკონფერენციის სახით მიიღო მონაწილეობა და ისრაელს მოუწოდა, განსაზღვროს, სურთ თუ არა დემოკრატიულ სამყაროსთან ყოფნა.
„დრო ხომ არ დადგა, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს, ვისკენ ხართ? ან დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც იბრძვის არსებობის საფრთხის წინააღმდეგ, ან მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც, როდესაც ეს გლობალურ უსაფრთხოებას სრული განადგურება ემუქრება?“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ისრაელს სამედიცინო დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა სამხედრო დახმარებასაც მიიღებს, რომლითაც საჰაერო თავდასხმების პრევენციას შეძლებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 17 ოქტომბერს ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების დროს განადგურდა ის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა.
პირველი არხი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.