ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ხვალ საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 16 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.
საგარეო საქმეთა საბჭო გაცვლის მოსაზრებებს საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგი ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის განხილვას მოიცავს.
ასევე, დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხს განიხილავენ. ასევე, განხილულ იქნება ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, მათ შორის დაგეგმილია დისკუსია ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ უახლოეს მოვლენებზე, მათ შორის სირიაზე და ლიბანზე.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.