დამკვირვებლები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას ლოზუნგით: „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ მართავენ
დამკვირვებლები ფილარმონიის შენობიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათ სხვადასხვა ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ხმის და მომავლის ქურდები“, „დამკვირვებლები-გაყალბების მოწმეები“,“ ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „არჩევნები სამარცხვინოდ გაყალბდა“.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.