სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების, რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და IT სფეროს გაერთიანებულმა მსვლელობამ კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლა
სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა, რესტავრატორებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა და IT სფეროს წევრებმა კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლეს.
მანამდე მათ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე IT სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
მანიფესტანტებმა კულტურის სამინისტროსთან მინისტრს შეახსნეს ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც მათი მმართველობისას დაზიანდა.
აქციის მონაწილეებს მსვლელობისას საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეები, ხოლო ავტომობილებიდან მძღოლები სიგნალებით ამხნევებდნენ.
მსვლელობისას ისინი სკანდირებენ: “ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია”, “ არ გაჩერდება ხალხის მდინარე ქვეყნის გულიდან გამომდინარე”, “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”, “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი”.
ისინი გეგმავენ, რომ კულტურის სამინისტროდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ, შემდეგ კი ფილარმონიასთან, სადაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლებს შეუერთდებიან, ხოლო შემდეგ ერთად პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.