Jump to content
Planeta.Ge

ALDE და Liberal International - ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიღწევების აღიარებას - ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს


ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აღიარებას, ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპაში ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ALDE და მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება Liberal International ავრცელებენ.

„ღრმად იმედგაცრუებულები და შეშფოთებულები ვართ ახალი პრეზიდენტის „არჩევით“ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, რაც მთლიანად „ერთპარტიული“ პარლამენტი დომინირებს, რომელიც სადავო არჩევნების შემდეგ შეიკრიბა. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები ოპოზიციის პოზიციას არ მოიცავდა, მიგვაჩნია, რომ ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველი ხალხის სურვილებს.

ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის მისი მიღწევების აღიარებას, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

ვგმობთ “ქართული ოცნების” არაკონსტიტუციური ქმედებებისა და დემოკრატიული უკუსვლის შედეგებს, რომლებსაც ახლა საქართველოში ვხედავთ, და ქვეყნებს მოვუწოდებთ გადმოიღონ და გააფართოონ სანქციები, რომელიც უკვე შემოიღო აშშ-მა, უკრაინამ და რომლებსაც ევროკავშირისგან ელიან, იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ვინც ჩართული იყვნენ „უცხოური აგენტების რუსული კანონის“ მიღებასა და ანტი-დემოკრატიულ პრაქტიკებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...