Jump to content
Planeta.Ge

„ბოიკოტს ვუცხადებ პრეზიდენტის არჩევნებს“ - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავია, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ამრჩევი კოლეგიის წევრია, ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, რომლითაც დღეს, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.

„ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი ვითარება, რომელიც უკიდურესი დაპირისპირებით ხასიათდება, როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ სპექტრში, და აქედან ნასაზრდოები დესტაბილიზაციური პროცესები საზოგადოებრივი ურთიებთობების თითქმის ყველა სფეროში, მაიძულებს მივმართო როგორც ჩემს დევნილ თანამემამულეებს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას:

ვითვალსწინებ რა, მთელ რიგ სამართლებრივ გარემოებებს – უპირველსად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრულ ნორმას იმის შესახებ, რომ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიატანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, რაც უგულებელყოფილია საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებისა და მისი სტრუქტურის მხრიდან, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტიის ხელისუფლება დაადგა მკვეთრად გამოხატულ იზოლაციონიზმის გზას როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე საკუთარ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, რაც უშუალოდ უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის, საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს, მე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (დევნილობაში) დეპუტატი, უარს ვაცხადებ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე და ბოიკოტს ვუცხადებ მიმდინარე წლის 14 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს“, — ნათქვამია მის განცხადებაში, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

დღეს, 14 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ ატარებს პრეზიდენტის არჩევნებს, რომელშიც ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობს.

ეს „ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია.

მან საზოგადოებას თავი გინებით, ზიზღის ენით და ანტიდასავლური განცხადებებით დაამახსოვრა. საჯარო წყაროებით არ იძებნება მისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

„ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა ყაველაშვილის წარდგენისას.

პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ტარდება. პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს.

საარჩევნო კოლეგიის 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერაა საჭირო.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...