„მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ, არც ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ვიზიარებ“ - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი
„მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მის ლეგიტიმურობას ვიზიარებ“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია პარლამენტში დაგეგმილ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს.
„მე არ მჭირდება რჩევა, თუ სად და ვისთან დავდგე – მე საკუთარი აზრით, მსოფლმხედველობით და ჩემი ქვეყნისთვის, მეგობარ-თანამემამულეებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის, ჩემი დიდი ოჯახის, შვილების, შვილიშვილების ბედნიერი მომავლის რწმენით ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე“, – წერს ზურაბ ჯგუბურია სოციალურ ქსელში.
ზურაბ ჯგუბურიას გარდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავიაც, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ამრჩევი კოლეგიის წევრია, ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, რომლითაც დღეს, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევას გეგმავს.
დღეს, 14 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ მართავს პრეზიდენტის არჩევნებს, რომელშიც ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობს.
ეს „ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია.
მან საზოგადოებას თავი გინებით, ზიზღის ენით და ანტიდასავლური განცხადებებით დაამახსოვრა. საჯარო წყაროებით არ იძებნება მისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
„ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა ყაველაშვილის წარდგენისას.
პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ტარდება. პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს.
საარჩევნო კოლეგიის 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერაა საჭირო.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.