Jump to content
Planeta.Ge

ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ანდრო ჭიჭინაძე


ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც სისხლის სამართლის ბრალდებითაა დაკავებული.

„ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე.

როგორც ჩანს, დაკავება არის მთავრობის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მიზნით, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და ხელოვანების უსაფრთხოების შესახებ.

ევროპული კინოაკადემია შეშფოთებულია ანდრო ჭიჭინაძის ფსიქიკური და ფიზიკური კეთილდღეობით და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იგი. ასევე, მოვუწოდებთ კინოსა და კულტურის ყველა ინსტიტუტს მთელ მსოფლიოში, იგივე გააკეთოს“, — ნათქვამია განცხადებაში.

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდების მუხლითაა დაკავებული.

 

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...