Jump to content
Planeta.Ge

„გამოდი გარეთ“ - პროევროპული აქცია თბილისის ქუჩებში


მეთექვსმეტე დღეა, დედაქალაქის ქუჩებში არ წყდება საპროტესტო აქციები „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ხელისუფლების გადადგომისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, დღეს, 13 დეკემბერს, 13:00 საათზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაიკეტა გზები დედაქალაქის რამდენიმე უბანში.

 

ვაკეში ჭავჭავაძის გამზირი, საბურთალოზე ყაზბეგის გამზირი და შარტავას ქუჩა, ვერაზე კი კოსტავასა და რუსთაველის გამზირები თითქმის ერთი საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი.

 
 
 

დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს გამოაცხადა.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ რიცხვში არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

ფორუმი

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...