Jump to content
Planeta.Ge

სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ხვალიდან დაიწყება


სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში ხვალიდან დაიწყება. შეხვედრები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაიმართება. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზეც იმსჯელეს.

„პოლიტიკურმა ჯგუფმა „გირჩმა“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე იაგო ხვიჩიას კანდიდატურა წარადგინა. ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცემა. ხვალიდან იწყება კანდიდატებთან გასაუბრებები. ასევე „ევროპელმა სოციალისტებმა“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად ორი კანდიდატი დაასახელეს, თინათინ ერქვანიასა და ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურები, განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცემა. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოსა“ და „რეფორმების ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილია სამი კანდიდატურა. მათ წარადგინეს ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. ესეც გადაეცემა შესაბამის კომიტეტს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, სახალხო დამცველობის 19-ვე კანდიდატს შაბათის ჩათვლით მოუსმენს.

„კანდიდატურების მოსმენა ხვალიდან დაიწყება, გრაფიკი შედგენილია. ვისაუბრეთ უკვე კანდიდატებთანაც და პრაქტიკულად, მთელი ამ კვირის განმავლობაში, შაბათის ჩათვლით გვექნება საკომიტეტო მოსმენები. ანბანური თანმიმდევრობის მიხედვით არის განაწილებული. ხვალ მოვუსმენთ სამ კანდიდატს, მომდევნო დღეებში კი ოთხ-ოთხი კანდიდატის მოსმენა გაგრძელდება, რაც ჯამში 19 კანდიდატის მოსმენას ნიშნავს. გვექნება უკვე შესაძლებლობა, შევაფასოთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები და შესაბამისად, მომდევნო კვირაში, პლენარული სხდომისთვისაც მოვემზადოთ. ასეთი იქნება ჩვენი გეგმა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გია ვოლსკი „ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოგვმართა ყვალას, პარლამენტის წევრებს,ბიუროს წევრებს , რომ მაქსიმალურად ინტენსიურად, ენერგიულად მივიღოთ მონაწილეობა კომიტეტის საქმიანობაში ამ საკითხებთან მიმართებაში.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...