Jump to content
Planeta.Ge

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე - წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს, ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული - უცებ ჩამავლეს ხელი და შემათრიეს, მერე ფიზიკურად გაგვისწორდნენ


წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს, ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული, - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს.

„სასამართლო კორექტულად მიმდინარეობდა, უბრალოდ, აცილება მოხდა ჩვენს ჩვენებასა და მოწმეების ჩვენებებს შორის“, - განაცხადა ნაკაშიძემ.

კითხვაზე, შსს-ს წარმომადგენლებმა ცრუ ჩვენებები მისცეს თუ არა, ნაკაშიძემ დადებითი პასუხი გასცა.

„ჰო, ჩემი გადმოსახედიდან ასეა. მე წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს, ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული, წამებში მოხდა, უცებ ჩამავლეს ხელი და შემათრიეს, მერე ფიზიკურად გაგვისწორდნენ და შემდეგ პოლიციას, პატრულს გადაგვცეს, იქ უკვე ნორმალურად გვექცეოდნენ",- განაცხადა ნაკაშიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული წარმოება წვრილმან ხულიგნობაზე შეწყდა და მსახიობი ამ ნაწილში გამართლა, თუმცა, სამართალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე.

გიორგი ნაკაშიძე 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...