Jump to content
Planeta.Ge

პიტერ სტანო - ევროკავშირი მზად არის, ახალი შემზღუდველი ზომები დაუწესოს ირანს, თუ ქვეყანა რუსეთისთვის დრონების მიწოდებას განაგრძობს


ევროკავშირი მზად არის, ახალი შემზღუდველი ზომები დაუწესოს ირანს, თუ ქვეყანა რუსეთისთვის დრონების მიწოდებას განაგრძობს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება მიუღებელია, რაზეც ევროკავშირს მკაფიო პოზიცია აქვს.

„ევროკავშირს მკაფიო პოზიცია აქვს ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტებისას, მათ შორის ირანთან, რომ მიუღებელია რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, რაც საშუალებას აძლევს მას, განაგრძოს ომი უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინელი ხალხის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ეს ძალიან ძლიერი და პრინციპული სიგნალია, რომელიც მკაფიოდ არის მიტანილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრამდე წინა კვირაში ევროკავშირის მაღალჩინოსანთან ორი სატელეფონო საუბრისას, რომელმაც განუმარტა ირანს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პიტერ სტანომ.

პიტერ სტანოს განმარტებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დრონების მიწოდების თაობაზე სანქციების გადაწყვეტილება მტკიცებულებების საფუძველზე მიიღეს.

„ახლაც გაერთიანება ყურადღებით ადევნებს თვალყურს აღნიშნულ საკითხს. თუ ასეთი ქმედებები კვლავ გაგრძელდება და მივიღებთ ახალ ჩვენებებს, მტკიცებულებებს, გავაგრძელებთ მოქმედებას“, – აღნიშნა პიტერ სტანომ. 

წყარო: (1tv.ge)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...