ემანუელ მაკრონი - მინდა, გავიმეორო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზის დამცველების მიმართ და გამოვხატო ღრმა შეშფოთება უხეში რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებების და ევროპული გზის ღალატის გამო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მეთაურის „შემაშფოთებელი განცხადებებისა“ და „ევროპული გზის ღალატის“ გამო. მაკრონის თქმით, აღნიშნული სრულიად საპირისპიროა იმის, რასაც კამპანიის დროს ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ.
ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონლად ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაიმეორა მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველების მიმართ.
მაკრონმა ისაუბრა რუსეთის გავლენებზე ევროპაში და აღნიშნა, რომ საქართველო "ძალიან ცხადი მანიპულაციური თავდასხმის მსხვერპლი" გახდა.
“ნათელია, რომ რუსეთი ზრდის თავის საინფორმაციო თავდასხმებსა და გავლენას არჩევნებზე თითქმის ყველგან ევროპაში. მოლდოვა გახდა თავდასხმის მსხვერპლი და მივესალმები პრეზიდენტ მაია სანდუს ხელახლა არჩევას. საბედნიეროდ, ჩვენ კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტები გამოვიყენეთ, დავეხმარეთ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, მაგრამ ამ ქვეყნებთან მიმართებაში ჩვენი ძალისხმევები უნდა გავზარდოთ.
ძალიან აშკარაა, რომ საქართველო ძალიან ცხადი მანიპულაციური თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მინდა ხელახლა გავიმეორო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველების მიმართ და გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გვაქვს ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალიან უხეში რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებების და არჩევნების შემდეგ ევროპული გზის ღალატის გამო, რაც სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც კამპანიის დროს ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ”, - განაცხადა მაკრონმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.