Jump to content
Planeta.Ge

სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლებმა მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს


სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლების გაერთიანებულმა საპროტესტო მსვლელობამ პარლამენტის წინ გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მათი თქმით, დღეს უმოქმედობა და ხმის არ ამოღება დანაშაულია, ამავე დროს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერებიც - "კონსერვატორია არ დაკონსერვდება", "თავისუფლება ანრი კაკაბაძეს".

ცნობისთვის, სახელოვნებო მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად სახელმწიფო კონსერვატორიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ჭავჭავაძის, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე IT სფეროს მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდნენ.

გაერთიანებული მსვლელობის მონაწილეები საზოგადოებრივ მაუწყებელთან, თბილისის მერიასთან, იუსტიციის სახლთან და ბოლოს საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ.

მსვლელობის დროს კი მოქალაქეებს გაფიცვისკენ და მსვლელობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებდნენ.

 

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...