პოლიციამ წაიყვანა რონდელის ფონდის მკვლევარი, ვატო ბჟალავა – მოქალაქე
მოქალაქე ნათია ჩიქოვანი სოციალურ ქსლეში წერს, რომ რონდელის ფონდის მკვლევარი, ვატო ბჟალავა პოლიციამ ქუჩიდან აიყვანა. მისი თქმით, ადვოკატი და ოჯახის წევრები ახლა მას წინასწარი დაკავების იზოლატორებში ეძებენ.
“რამდენიმე წუთის წინ აბაშიძეზე გაიტაცეს Vato Bzhalava, თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს (!!!) სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!!!”, – წერს ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.
“ნეტაზეთი” ინფორმაციის მოძიებას შინაგან საქმეთა სამაინისტროდან ცდილობს. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ვატო ბჟალავა აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ აქციებში და პროტესტის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში ათავსებდა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.