Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის ქმედებები სუსტია - დღეს საქართველო, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული იყო, ოლიგარქების მიერ არის უზურპირებული


საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის ქმედებები სუსტია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის დამარცხება „ომების აფეთქებებს“ გამოიწვევს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, როგორც ევროპაში, ისე მის საზღვრებს გარეთ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაგალითისთვის საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, დღეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამერიკის ქმედებები სუსტია. ძალიან დიდი მსგავსებაა. საქართველოს ნაწილის (რუსეთის მიერ) ოკუპაცია მოხდა. მასთან დაკავშირებით არაფერი მომხდარა, უბრალოდ მკვდარი ნაწილია საქართველოში. იქ ცოცხალი არაფერია და ასეთი ცივილიზაცია არ არსებობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა გაყინული კონფლიქტი გამიზნულად შექმნა, რათა საქართველოს განვითარებისთვის და ევროკავშირსა და ნატო-ში მისი გაწევრიანებისთის ხელი შეეშალა.

„დღეს საქართველო, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული იყო, ოლიგარქების მიერ არის უზურპირებული. მთელი ძალაუფლება ეკუთვნის ბიზნესს, რომელიც მოსკოვთან პირდაპირ კავშირშია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს მთავრობა „რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ კონტროლს სრულიად ექვემდებარება“.

„რა ძლიერი ზომები მიიღო ახლა აშშ-მა? რა ძლიერი ზომები მიიღეს ევროპულმა სახელმწიფოებმა? გულწრფელად ვამბობ, რომ ამას ვერ ვხედავ. შეიძლება, მოლდოვაშიც იგივე მოხდეს, ამის მაღალი რისკები არსებობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...