Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ის საელჩო - მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია - ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე


საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა, რომლებიც "მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის".

როგორც საელჩო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. საელჩო გმობს „ქართული ოცნების" მიერ ბოლო დღეებში "განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე“.

“მედია დემოკრატიის ქვაკუთხედია. ელჩი დანიგანი ესტუმრა ჟურნალისტებს, რომლებიც მამაცურად მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისთვის და გვატყობინებენ სიმართლეს, რომელიც სხვაგვარად დაფარული შეიძლება დარჩეს. ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობას მედიასა და საქართველოს მოქალაქეებზე. მედიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი საქმიანობა ძალადობისა და რეპრესიის შიშის გარეშე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...