Jump to content
Planeta.Ge

Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს


Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook-ი, Instagram-ი, Messenger-ი, WhatsApp-ი შეფერხებით მუშაობს.

მომხმარებლებს საკუთარ ანგარიშებზე შესვლა უჭირთ.

Meta-ს პროდუქტები 11 დეკემბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, გლობალურად გაითიშა.

Downdetector-ის მონაცემებით, 22:10 საათისთვის Meta-ს მომხმარებლებისგან 100 ათასზე მეტი "რეპორტი" შევიდა.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა Meta-მ და აღნიშნა, რომ პრობლემაზე მუშაობენ. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებელს.

"ვიცით, რომ ტექნიკური პრობლემა ზოგიერთ მომხმარებელს უზღუდავს წვდომას ჩვენს აპლიკაციებზე. ვმუშაობთ, რომ ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობას დაბრუნდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის", - წერია Meta-ს განცხადებაში, რომელიც პლატფორმა X-ზე ვრცელდება.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...