შვედი პარლამენტარი - საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა და ამ ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის
საქართველო ევროპაა და ამ ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გეტბერგი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლახან თბილისში ჩავედი, რათა ქართველი ხალხის, მათი ევროპული მისწრაფებებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო. „ქართული ოცნების“ მიერ ძალადობრივი დარბევა მიუღებელია. საქართველო ევროპაა, ევროპა კი საქართველოა და ამ არსებით ფაქტს ვერც ერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის“, - წერს შვედი პარლამენტარი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.