Jump to content
Planeta.Ge

100-ზე მეტი განცხადებაა დაწერილი, რომელსაც გომელაურის უწყებაში არ აკმაყოფილებენ - გიორგი გახარია


დაზუსტებით ვიცი, რომ 100-ზე მეტი განცხადებაა დაწერილი, რომელსაც გომელაურის უწყებაში არ აკმაყოფილებენ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, უწყებიდან კადრების ძალიან დიდი გადინებაა, რის აღდგენასაც წლები დასჭირდება.

ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისიტროს რეფორმები ვერასდროს დავასრულეთ, როდესაც უწყებას ჰყავს ნორმალური მენეჯმენეტი, ნომალურად ოპერირებს. რომ ნახოთ, რამხელა კადრების გადინებაა, უმრავლესობა ღირსეული პოლიციელების ამერიკაში არიან, მაქანებზე ზის და მძღოლობს. ძალიან ბევრი ადამიანი გაიქცა, ზოგი ვერ გაიქცა, ვიღაც ჩაითირიეს, მოისყიდეს, დააშინეს. ეს არის უდიდესი ტრაგედია. ახლა რაც ხდება, ამის აღდგენას დასჭირდება წლები“, - განაცხადა გახარიამ

მისი თქმით, პოლიცია უნდა იყოს სრულად დამოუკიდებელი და პირველი, არჩვენების შემდეგ რაც უნდა გაკეთდეს -  შსს უნდა იყოს სრულად დეპოლიტიზირებული.

გადაცემა სრულად იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/569947532431198

ტვ პირველი

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...