Jump to content
Planeta.Ge

შიგნიდან ხოცავენ უკვე ერთმანეთს, ფიზიკურ ცემა-ტყეპაზე არიან გადასულნი - გახარია “ოცნებაზე“


შიგნიდან ხოცავენ უკვე ერთმანეთს, ფიზიკურ ცემა-ტყეპაზე არიან გადასულნი. ეს ინფორმაცია მარტო მე კი არა ქალაქს აქვს, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა რეაქციაში“ განაცხადა.

გახარიას თქმით, პარტიის შიგნითაც ისე სცემენ ერთმანეთს, როგორც გარეთ ახალგაზრდებს.

“ყველა ერთმანეთს სცემს. ამათ ფიზიკური ძალის ენის მეტი არაფერი ესმით. ისე სცემენ ერთმენთს,როგორც ჩვენს ახალგაზრდებს“, - თქვა გახარიამ.

ეს “ოცნება“ რაც არის ყველასთვის გასაგებია. ჩვენი დღის წესრიგი მარტივია - არ უნდა ჰქონდეთ ლეგიტიმაცია, ქუჩაში უნდა იყოს მუდმივი წნეხი, სერთაშორისო საზოგადოება უნდა მოგევხმაროს ტარგეტირებული სანქციებით. პირველი ფაზა ძალიან კარგად გავიარეთ და ამ შედეგსაც მივაღწევთ. ამის შემდგომ უკვე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ სისიტემური კრიზისის შედეგებს მინიმალური ასახვა ჰქონდეს ჩვენს მოქალქეებზე. შემდეგ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ქევაყნაში მოქალაქეების უფლებები არ უნდა იყოს დაზარალებული. ამ დეფაქტო ხელისუფლებას თავიანთი ჯიბის და ძალაუფლების შენარჩუნების მეტი არაფერი ადარდებთ, ეს უნდა გაგრძელდეს, ვიდრე არ დაჯდებიან და დამიჯერეთ, რომ დაჯდებიან.

ჩვენ კარგად მივდივართ, ერთადერთი, არ უნდა დავუშვათ, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს ეს ყველაფერი. ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან“, - განაცხადა გახარიამ. 

ტვ პირველი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...