გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ამ ხელისუფლებამ რამდენიმე ფატალური შეცდომა ჩაიდინა - გახარია
“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია “ოცნების“ ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ გაყალბებული არჩვენების შემდეგ მათ რამდენიმე ფატალური შეცდომა ჩაიდინეს.
გახარია ორ ძირითად შეცდომას უსვამს ხაზს, რომელიც მისი თქმით, უკვე სხვა რეალობაა და აჩვენებს, რომ “ოცნებას“ არანაირი რესურსი აღარ აქვს, დემოკრატიულად მართოს ეს ქვეყანა.
გაყალბებული არჩვენების შემდეგ, ამ ხელისუფლებამ რამდენიმე ფატალური შეცდომა ჩაიდინა- პირველი, ერთ განცხადებაში, თავისივე ხელით მოკლა ქვეყნის ევროპული მომავალი, და მეორე - იძალადა მშვიდობიან მოქალქეებზე. ეს უკვე სხვა რეალობაა. ვინმეს თუ ჰგონია ამ ხელისუფლებაში, რომ დათმობებზე წავლენ, რამე კანონს გაიწევენ, ვიღაცის თავს შეწირავენ - ეს აღარ მუშაობს, დღეს საქართველოში სხვა რეალობაა, მთელი საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება შეთანხმებულია, რომ „ოცნებას“ არანაირი რესურსი, დემოკრატიულად მართოს ეს ქვეყანა, უკვე აღარ აქვს. ივანიშვილი ემზადება, მძევლად აიყვანოს ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი - პრეზიდენტის ინსტიტუტი“, - განაცხადა გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.