Jump to content
Planeta.Ge

მეტროში დაიღუპა კაცი, რომელსაც სავარაუდოდ ხელი ჰკრეს


მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლიანდაგებზე ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ნეტგაზეთს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უდასტურებენ.

მეტროს მეორე ხაზზე გადაადგილება მხოლოდ სადგურ „დელისამდე“ შეიძლება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობა „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურიდან, სადაც მომხდარის შემსწრე ადამიანი ჰყვება, რომ გარდაცვლილს ხელი ჰკრეს. იმავე ინფორმაციას ავრცელებს სხვა მგზავრიც.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...