მამიდის ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულმა 22 წლის ბიჭმა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, მედიკამენტოზური ძილიდან გაიღვიძა
მამიდის ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულმა 22 წლის ბიჭმა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, მედიკამენტოზური ძილიდან გაიღვიძა. აღნიშნულის შესახებ ეკა თირქია „ფეისბუქზე“ წერს და ამბობს, რომ ბიჭის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
„სასიხარულო ამბავი გვაქვს...ალექსიმ გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე... რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით, თუმცა, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს ეკა თირქია.
ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული 22 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, ბიჭს თვალის კაკლების მთლიანობა შენახული აქვს. მისივე თქმით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.