იზოლაციის პირობებში აუცილებლად ჩამოინგრევა საქართველოს ეკონომიკა - ეკონომისტი
„საქართველო იცვლის ვექტორს, ექცევა იზოლაციაში მთელი განვითარებული სამყაროსგან, რაც სამწუხაროდ ჩამოანგრევს ამ ქვეყნის ეკონომიკას,“ - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„ის დახმარებები რაც გვაკლდება, პირდაპირ მოაკლდება ეკონომიკას, ჩვენი ეკონომიკა კი არის პატარა და ყველა დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ უფრო ფართოდ არის საქმე: საქართველო როცა იცვლის ვექტორს და მიდის სხვა მიმართულებით, ექცევა იზოლაციაში მთელი განვითარებული სამყაროსგან, ეს სამწუხაროდ ჩამოანგრევს ამ ქვეყნის ეკონომიკას.
ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, არ გვაქვს ბუნებრივი სიმდიდრეები, ჩვენი სიმდიდრე არის ეკონომიკური გახსნილობა. აქამდე ასე იყო, ასე ვცოცხლობდით. ამ მიმართულებით შეგვიძლია ჩვენ განვითარება, დღეს ამ ყველაფერს გვიკეტავს მოქმედი ხელისუფლება. იზოლაციის პირობებში აუცილებლად ჩამოინგრევა ეკონომიკა, მაგრამ იმედი მაქვს ვიპოვით გზას რომ გავაგრძელოთ სწორი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა,“ - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.
თაია არდოტელი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.