Jump to content
Planeta.Ge

რას ყვება სტუდენტი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა და 4 სტუდენტის დაკავებაზე


9 დეკემბერს სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი: გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და ანდრო კაკაბაძე სისხლის სამართლის კოდექსით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დააკავეს.

სტუდენტი მარიამ გუჯაბიძე „ბათუმელებთან” ყვება, რა მოხდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში 3 დეკემბერს, რასაც 5 ადამიანის დაკავება მოჰყვა.

შსს ამტკიცებს, რომ დეკემბრის დასაწყისში საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით. ამის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა თეა ცაგურიამ, რის გამოც ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მამუკა ჯორბენაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამასთან, უწყების განცხადებით, მამუკა ჯორბენაძე და მისი სტუდენტები მოგვიანებით თეა ცაგურიას ქმარს, ირაკლი დევაძეს და მის მეგობარს, ი.ნ-ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სტუდენტი მარიამ გუჯაბიძე „ბათუმელებთან” ამბობს, რომ სტუდენტებმა არჩევნების შესაძლო გაყალბების შემდეგ უნივერსიტეტში პლაკატები გამოაკრეს, რომლებიც მალევე ჩამოხიეს, ამიტომ, მათი ხელახლა გაკვრა გადაწყვიტეს.

მარიამის მონათხრობის თანახამად, 3 დეკემბრის დილას, როცა ისინი საპროტესტო პლაკატებს აკრავენდნ უნივერსიტეტის შენობაში, მათთან ლექტორი თეა ცაგურია მივიდა, პლაკატები ჩამოუხია და სტუდენტებს სახლში წასვლა მოსთხოვა.

„ასევე გვეუბნებოდა, რომ ვაბულინგებდით და ფსიქოლოგიურად ვძალადობდით იმ სტუდენტებზე, რომლებიც არ ერთვებოდნენ პროცესში.

რა თქმა უნდა, ეს არის სიცრუე. მე პირადად პირველივე დღეს ვთქვი, რომ ჩვენ ახლა გვჭირდება ერთობა, მაგრამ არავის არაფერს ვაძალებთ.

თეა ცაგურია გვეუბნებოდა, რომ ვართ ნაცები და ნაცების გვერდით ვდგავართ. ტელეფონში გვაჩვენებდა ციხის კადრებს და გვეუბნებოდა, რომ ეს ხართ თქვენ. თქვენ ამ ხალხის გვერდით დგახართ ახლა აქციაზე. 

თეა ცაგურიამ, რომელიც ამბობდა, რომ მე ვიღაცებს ვაბულინგებ, ასე მომმართა: რატომ არ აცდი სხვებს განათლების მიღებასო. მეც შევეკითხე: სად განათლებას, რუსეთში განათლებას?

ამ დროს ქალბატონმა თეამ ძალიან დამცინავი და ხმამაღალი ტონით მომართა, რომ მე ვიმაგოგობ და სხვებს მოვუწოდებ, რომ ჩაერთონ აქციაში და დამიგდნენ გვერდით ძალის გამოყენებით.

ეს ყველაფერი დერეფანში ხდებოდა.

ამ ხმამაღალი ტონის გაგონებაზე მოვია ბატონი მამუკა და დაიჭირა ჩვენი, სტუდენტების მხარე. თეა ცაგურიას მიმართა არაერთხელ, რომ სტუდენტებს ელაპარაკე წესიერი ტონით და ნუ ესაუბრები ეგრე.
შემდეგ, როცა ეს კონფლიქტი წარმოიშვა ქალბატონ თეასა და ბატონ მამუკას შორის, ქალბატონმა თეამ თავის ქმარს მიაწოდა ეს ინფორმაცია.

მოგვიანებით მისმა ქმარმა ბატონ მამუკას გამოუგზავნა მუქარის შემცველი ტექსტი”.

ლექტორ თეა ცაგურიას ქმარი, ირაკლი დევიძე ბათუმის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეა.

ამ მესიჯის სქრინი „ბათუმელებს” აქვთ.

წყარო: ბათუმელები მარიამ გუჯაბიძე ამბობს, რომ ამ დროს სტუდენტები საპროტესტო აქციიდან უნივერსიტეტში ტელეფონების დასატენად და დასასვენებლად დაბრუნდნენ, რა დროსაც ნახეს, რომ შენობაში 2 უცხო ადამიანი შემოვიდა. მისივე ვარაუდით, ამ 2 ადამიანეს ეგონა, რომ მამუკა ჯორბენაძე უნივერსიტეტში მარტო იქნებოდა.

„ეს ორი, უნივერსიტეტისთვის უცხო პიროვნება შემოდის შენობაში, ბატონ მამუკას აყენებენ სიტყვიერ შეურაცყოფას, რაზეც მას აქვს რეაგირება.

ამ დროს ხმაურზე ჩამოდიან სტუდენტები ქვემოთ, ხედავენ, რომ ბატონ მამუკას თავს ესხმიან და ცდილობენ დახმარებას. მე მგონი, ეს სრულიად ლოგიკური რაღაც არის.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ გავრცელებულ ვიდეოში არ ისმის ხმა და ჩანს მხოლოდ მოქმედება, რის შედეგადაც ბევრს გაუჩნდება შეფასება, რომ ბატონი მამუკა პირდაპირ ესხსმის თავს. მაგრამ იქამდე იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც მამუკას რეაგირება ჰქონდა, ხმაურზე ჩამოვიდნენ სტუდენტები.

თავდასასახმელად მოდიან და კიდევ აქეთ იწერება საჩივრები”. – ამბობს მარიამ გუჯაბიძე.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...