Jump to content
Planeta.Ge

გადადგა მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი


მარტვილის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი, გიორგი ყურუა, თანამდებობას ტოვებს.

ამ გადაწყვეტილებასა და მის მიზეზებზე ყურუამ „ფეისბუქზე“ დაწერა.

„დღეს ჩემს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გარკვეულწილად საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მინდა უპირველეს ყოვლისა მივმართო იმ ადამიანებს, ვისთანაც გარკვეული წლების განმავლობაში მქონდა სამსახურეობრივი შემხებლობა როგორც, თანამშრომელს და ასევე როგორც ხელმძღვანელს, მადლობა ყველას დაწყებული დამლაგებლის პოზიციიდან დამთავრებული ხელმძღვანელობამდე. მადლობა ნდობისთვის, ურთიერთობისთვის, თქვენს მიერ გაწეული შრომისთვის, რომელმაც საერთო საქმეს არაერთი წარმატება მოუტანა.

ყველას მოსაზრებას პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა მისაღებია თუ არა ჩემთვის. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დარჩენა მიმაჩნია მიუღებლად… საქართველო გაიმარჯვებს… საქართველოს გარუსება ვერ მოხდება!

საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი ოჯახის წევრი“, — წერს იგი.

 

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...