ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება
დასავლეთის მედიის თანახმად, ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი იქნება ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი, რომელიც შეცვლის ახლახან გადამდგარ ლიზ ტრასს, რომელმაც სარეკორდოდ მცირე დროით შეძლო თანამდებობის შენარჩუნება.
რიში სუნაკმა 24 ოქტომბერს წარადგინა თავისი კანდიდატურა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას მიემხრო ასზე მეტი კანონმდებელი, რაც საკმარისი იყო კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენისთვის.
ლიზ ტრასი 20 ოქტომბერს გადადგა, პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნიდან 44 დღეში. ის იყო ყველაზე ხანმოკლე პრემიერი ამ ქვეყნის ისტორიაში.
მისი მეტოქე იყო სუნაკი, რომელმაც საბოლოო კენჭისყრა წააგო. ოპოზიციურ პარტიას, ლეიბორისტებს, სურდათ ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მაგრამ არ არსებობს ბერკეტი, რომელიც, კონსერვატორების წინააღმდეგობის შემთხვევაში, მათ ამის გატანის საშუალებას მისცემდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.