Jump to content
Planeta.Ge

„გორგია“ - ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია - აქტიურად ვმუშაობდით მათ თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან მნიშვნელოვანია, ეს პროდუქცია ისევ ხელმისაწვდომი იყოს


ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია. ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია - ამის შესახებ „გორგიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „გორგიას“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ის პროდუქცია კვლავ ხელმისაწვდომი გახდეს, რომლის რეალიზაციაც შეეზღუდათ.

„გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუდა გარკვეული პროდუქციის რეალიზაცია. მარკეტებმა პროდუქცია გადაიტანეს საწყობებში თანამშრომლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე. ამასთანავე, აქტიურად ვმუშაობდით პროდუქციის თაროებზე დასაბრუნებლად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქცია გახდეს ისევ ყველასათვის ხელმისაწვდომი.

ყველაზე უკეთ, სწორედ თქვენ, ჩვენმა მომხმარებლებმა იცით, რომ ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია. ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია“,- ნათქვამია „გორგიას“ განცხადებაში.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...