ადვოკატი: ლაშა გოგებაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, დაკავებამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ
ადვოკატი ვასილ ჟიჟიაშვილი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ლაშა გოგებაშვილი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი, გ.წ. დაახლოებით 01:30 საათზე ქაშვეთის ეკლესიის ქვედა ქუჩაზე დააკავეს. უფლებადამცველმა დაკავებულები დიღმის იზოლატორში მოინახულა.
მისი თქმით, სპეცრაზმელები ორივე დაკავებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავებულებს სახეზე ემჩნევათ ცემის კვალი.
„დააკავეს ქაშვეთის ქვემოთ რომ ქუჩაა, მანდ ჰყავდათ ავტომობილი, მეგობრებთან ერთად აქციიდან ბრუნდებოდნენ სახლში რა დროსაც რამდენიმე „შკოდამ“ ჩაუკეტა მანქანა, დაახლოებით 10-15 შავებში ჩაცმული სპეცრაზმის თანამშრომელი. გადმოიყვანეს ეს ორი ადამიანი მანქანიდან, ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მერე დააკავეს. სამართალდარღვევის ოქმი არ მინახავს, მაგრამ ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული. […] დროშა თუ პლაკატი, უნდა დაეკიდათ ნაძვის ხეზე, ამის შემდეგ ეს ადამიანი ამბობდა, რომ ალბათ ამის შემდეგ გამოგვყვნენო“,- ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ დაკავებულებს 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.